ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჭეშმარიტების შესაბამისად ცხოვრება, არც ისე იოლია...
ადამიანს არ ძალუძს, არ შეუძლია დაინახოს იესო ქრისტე როგორც ჭეშმარიტება,
იესო ქრისტე — როგორც განკაცებული ღმერთი...
და ვერ იგებს, რომ მოვიდა,
რატომ მოვიდა,
და რომ მოვიდა — რა თქვა...
ან, რომ თქვა,
ეს ნათქვამი რას ნიშნავს...
ადამიანს ძალიან უჭირს ამის დანახვა და აღქმა,
იმიტომ რომ ჭეშმარიტების აღქმას და დანახვას სჭირდება თვითონ ამ ადამიანის მეტამორფოზი — თვითონ ის უნდა შეიცვალოს.
მადლია საჭირო ადამიანმა რომ დაინახოს,
იგრძნოს,
და განიცადოს ქრისტეს სიტყვა,
ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც...“ - რას წერენ შორენა ბეგაშვილის ახალ ფოტოებზე