Digest Logo

🎥 „ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია...“ - თიკა ბალანჩინმა ახალი ტრეკი გამოუშვა

1744451281
თიკა ბალანჩინი

ალბათ, გახსოვთ უნიჭიერესი თიკა ბალანჩინი, რომელიც „იქს ფაქტორის“ სცენიდან გაიცანით. მისი მონაცემებით ნამდვილად ყველა მოიხიბლა. პროექტის დასრულების შემდგომ თიკამ თავის ჯგუფთან, “new one”-თან ერთად სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის სიმღერა artificial love განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა. სიმღერამაც და კლიპმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მომღერალმა ახლახან ახალი ტრეკი, სახელწოდებით ADDICTED გამოუშვა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. ტრეკს უკვე სხვადასხვა რადიოშიც მოისმენთ. 

თიკა ბალანჩინი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც სწორედ ამ თემაზე ისაუბრა:

„გამოვიდა ახალი ტრეკი, საავტორო. ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი და ბევრ რადიოში ტრიალებს. ისეთი ტრეკია, რომ გათვლა სწორედ მასშტაბებზე გასვლა იყო.

ჟანრობრივად ისეთია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადია. ახლა ვიწყებთ კიდევ ერთს, მინდა ვაკეთო ბევრი ასეთი რამ, რაც კარგად გამომდის.  ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია.

ქმარი არის პროდიუსერი ამ ყველაფრის“, - ამბობს თიკა ბალანჩინი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან კარგი დედა მყავს და ცოტა მკაცრი, როცა სათამაშოებს მიყიდის, სულ ვთამაშობთ ერთად...“ - გაიცანით, თიკა ბალანჩინის შვილი

„ულამაზესი და დახვეწილი“ - ბაბი კირკიტაძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს

„ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვის „პატიება“ მნიშვნელობა“ - დეკანოზი თეოდორე გვასწავლის, როგორ დავძლიოთ ახლობელი ადამიანისგან მოყენებული წყენა?