Digest Logo

„ადამიანის ბედნიერებას მთლიანობა უხდება“ - რა არის უფრო მნიშვნელოვანი - წარსული, აწმყო თუ მომავალი?

1719297608
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„რა არის უფრო მნიშვნელოვანი - წარსული, აწმყო თუ მომავალი?

ხანდაზმულისთვის - წარსული, რადგან იქ იყვნენ: მისი ახალგაზრდობაც, წარმატებაც, სიყვარულიც და ძვირფასი მეგობრებიც;

ბავშვისთვის - აწმყო, რადგან მის ბუნებას ის მოსწონს, რაც ახლა ხდება. თამაში ყოველთვის აწმყოა.

ახალგაზრდისთვის - მომავალი, რადგან მისთვის ყველაზე არსებითი ინტერესია, შექმნას თავისი ცხოვრება.

და მხოლოდ ბრძენმა იცის, რომ დრო განუყოფელია და არავითარი „წარსული", „აწმყო" და „მომავალი" არ არსებობს - მდინარე კი მიედინება, მაგრამ ის მთლიანობაა - პირველი წვეთიდან ბოლომდე.

ის, რაც იყო, აწმყოშიც არის და მომავალშიც იქნება, რადგან ადამიანი მეხსიერებაა.

ის, რაც არის, ბუნებითად ებმის წარსულს (მისგან იბადება) და განაპირობებს მომავალს (მას ბადებს), რადგან ადამიანი ქმნადობაა.

ის, რაც იქნება, წარსულსაც მოიცავს და აწმყოსაც, რადგან ვინც მინდა ვიყო, სახის დაუკარგავად მინდა ვიყო.
ადამიანი მეხსიერება, ქმნადობა და წარმოსახვაა.

ჩემში ცოცხლობს ბავშვიც, ეს წამიც და ხვალინდელი დღეც, სანამ ერთხელაც ის არ გათენდება.

სამივე თანაბარია, სამივე თავისუფალია და სამივე მნიშვნელოვანია.

ნუ დაყოფთ ცხოვრებას ნაწილებად - ადამიანის ბედნიერებას მთლიანობა უხდება.

P.S. განსხვავებულ აზრს სიცოცხლის უფლება აქვს, მაგრამ მას კარგ ფილოსოფოსებთან კამათი მოუწევს“, - წერს გია მურღულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა

ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

 25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა