 
        
        24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
შაბათს დაკრძალავენ ბაჩო ლასარეიშვილს. მისი ფეხმძიმე მეუღლის გადარჩენისთვის კი მთელი საქართველო ლოცულობს. როგორია ამჟამად ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE გოგონას მამას, ავთო კუჭუხიძეს ესაუბრა:
„ჭორები ვრცელდება, ვინ რას წერს, ვინ რას ავრცელებს... ათასნაირ ჭორს ვკითხულობ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრებზე, ნათესაობაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმედ არის, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი დღესდღეობითაც, ის ებრძვის სიკვდილს, ექიმები იმედს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა კონტაქტური არ არის ჯერჯერობით, იმიტომ, რომ სჭირდება რაღაც პერიოდი ხელოვნურ ძილში ყოფნა, რადგან ძალიან დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ისეთი დიდი ტრავმები აქვს მიღებული, დრო სჭირდება მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ადამიანი.
ლიკა ამჟამად ხელოვნურ კომაშია, ისეთი ტკივილები აქვს, რომ ასე გადაწყვიტეს ექიმებმა. დაძინებული ჰყავთ და თან მკურნალობენ, რაც საჭიროა კეთდება, ყველაფერს ეტაპობრივად აკეთებენ ექიმები. 4 თვეა, რაც დაქორწინდნენ. როგორი ბედნიერები ვიყავით. ჩემი სიძე, იგივე ჩემი შვილი იყო. მე დიდი პატივით და დიდი სიყვარულით მივიღე და ჩავიხუტე გულში“, - ამბობს ავთო კუჭუხიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღვთაებრივი ქალბატონი ხარ“ - ეკატერინე ტუღუშის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
⭕„შაბათს ჩამოასვენებენ იტალიიდან... შეგრცხვეს სიკვდილო!“ - შოთო სიხარულიძე ლაშა ბასლანძეზე
⭕„უმჯობესია გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ...“ - მთვარის მეცხრე დღის მნიშვნელოვანი აფირმაციები
წყარო: www.ambebi.ge
