Digest Logo

„უმჯობესია გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ...“ - მთვარის მეცხრე დღის მნიშვნელოვანი აფირმაციები

1761757911
ასტროლოგია, ეზოტერიკა

„თუ იგრძნობთ გაურკვეველი შფოთვას, ნუ ეცდებით მის ჩახშობას, არამედ სცადეთ მიზეზის პოვნა. პლუტონი ახლა ეხმარება ყველაზე ღრმა მიზეზების დანახვას, ანათებს იმას, რაც გაწმენდას საჭიროებს და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე მოგიტანთ მნიშვნელოვან სიცხადეს და მინიშნებებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგის თქმით, ენერგიები უფრო მოძრავი ხდება, ჩვენი აზრები უფრო სწრაფი, აზროვნება კი არასტანდარტული:

„დღეს მთვარემ დატოვა თხის რქის ზოდიაქო და გადაინაცვლა მერწყულის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ დღე იქნება დინამიკური, სავსე იდეებითა და ახალი შესაძლებლობებით.

ენერგიები უფრო მოძრავი ხდება, ჩვენი აზრები უფრო სწრაფი, აზროვნება არასტანდარტული.

მერწყულის გავლენით მოგინდებათ გათავისუფლდეთ რუტინისგან, გამოხვიდეთ შეზღუდვებიდან, იგრძნოთ ცვლილებების გემო.

მერწყულის მთვარის გავლენით უფრო კომუნიკაბელურები ვხდებით, გონება უსწრებს დროს.

დღე ხელს უწყობს სწავლას, მოლაპარაკებებს, მოგზაურობებს, ახალი ტექნოლოგიების, გაჯეტების ათვისებას და ერთმანეთისმაგვარ ადამიანებთან ურთიერთობას.

ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პროგრესთან, მეცნიერებასთან, კრეატივთან, განვითარებასთან, დღეს იღებს განსაკუთრებულ კოსმოსურ მხარდაჭერას.

თუმცა, რადგან მერწყულის მთვარე უერთდება პლუტონს და ამით გააძლიერებს პლუტონისა და მზის ძლიერ დაპირისპირებას, ასეთი კოსმოსური ფონი შეიძლება შეიძლება გახდეს ჩვენში შინაგანი ეჭვების გააქტიურების მიზეზი ან ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდეს ეგზისტენციალური კითხვები: სად მივდივარ? რატომ ხდება ეს სწორედ ჩემთან? რისგან უნდა გავთავისუფლდე, რომ წარმატებით გავაგრძელო ჩემი გზა?

თუ იგრძნობთ გაურკვეველი შფოთვას, ნუ ეცდებით მის ჩახშობას, არამედ სცადეთ მიზეზის პოვნა. პლუტონი ახლა ეხმარება ყველაზე ღრმა მიზეზების დანახვას, ანათებს იმას, რაც გაწმენდას საჭიროებს და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე მოგიტანთ მნიშვნელოვან სიცხადეს და მინიშნებებს.

წინააღმდეგობა არ გაუწიოთ ცვლილებებს. რადგან ახლა ვიმყოფებით მორიელის, ინტენსიური ტრანსფორმაციის სეზონში.

ხოლო პლუტონი, მორიელის ერთ-ერთი მმართველი რომ დღეს აქტიურია, გვიბიძგებს წარსულისგან ინტენსიური გათავისუფლებისკენ.

მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ, რომ პლუტონმა ამ ასპექტებით შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს არაბალანსირებულ ადამიანებზე.

ამიტომ დღეს ეცადეთ არ ჩაერთოთ კამათში, განსაკუთრებით აგრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებთან.
დღის მეორე ნახევარში აქტიურდება მერკურისა და ურანის ოპოზიცია და მთვარე ჰარმონიულად ჩაერთვება ამ ასპექტში.

ამიტომ დღის მეორე ნახევარმა შეიძლება მოგვიტანოს მოულოდნელი გამოვლინებები, როცა პასუხები, რომლებიც კვირების განმავლობაში არ მოდიოდა, უეცრად აშკარა გახდება.

შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ზარები, ამბები, მოვლენები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან ჩვენს გეგმებს. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ენერგია პოზიტიური და ჰარმონიულია. და ყველაფერი, რაც დღის მეორე ნახევარში შემთხვევითად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში ღრმა შინაარსის მატარებელია.

ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ სიტყვებს, აზრებსა და ნიშნებს. მათ მეშვეობით თქვენთან საუბრობს სამყარო.
ზოგიერთთან შეიძლება ამოქმედდეს „გაელვების”ეფექტი - მოულოდნელი გაცნობიერება, გამოღვიძება. ამიტომ, გირჩევთ დღის მეორე ნახევარში დაკავდეთ გონებრივი საქმიანობით, გაანალიზებით, დაგეგმვით, თქვენი სტრატეგიის გადახედვით. აუცილებლად სცადეთ ახალი მიდგომები. ნუ ჩაეჭიდებით ძველს, რადგან სწორედ სიახლეების მიმართ მოქნილობა მოიყანს შემდგომ გამარჯვებას.

ყურადღებით უსმინეთ ინტუიციას.

ურანი უმაღლესი გონებაა, ამიტომ მისი გავლენით ძალიან ხშირად მოდის ინფორმაცია ინტუიციის მეშვეობით.
ურანი - მომავლის პლანეტა, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია არ გაიქცეთ ცვლილებებისგან, არამედ განეწყვეთ განახლების ტალღაზე.

განახლება დღეს - კოსმოსური გეგმის ნაწილია. რაც შეეხება მთვარის დღეების გავლენას, დღის პირველ ნახევარში ჩვენზე გავლენას ახდენს ტრანსფორმაციული მერვე მთვარის დღე, ხოლო 14: 25-დან იწყება მეცხრე კარმული მთვარის დღე.

მეცხრე მთვარის დღე - ეს თითქოს გამძლეობის გამოცდაა. სიმბოლოა ღამურა და გამოქვაბული. ეს დღე ითვლება დროდ, როცა ზედაპირზე ამოდის ჩვენი ჩრდილები ქვეცნობიერის სიღრმეებიდან.

დღეს შეიძლება შევხვდეთ შინაგან შიშებს, ეჭვებს, გაურკვევლობას.

შეიძლება ვნახოთ უცნაური სიზმრები ან უეცრად მოგვეძალოს უცნაური მოგონებები. მაგრამ სწორედ ამის მეშვეობით დღეს მოდის გარკვეული ღრმა კარმული პრობლემების გაცნობიერება, იმისთვის რომ გავიწმინდოთ, გავძლიერდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა იმალება სიბნელეში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში.

თუ იგრძნობთ, რომ რაიმე ნეგატიური ემოცია თქვენი ქვეცნობიერიდან გიპყრობთ შფოთვის, შიშის სახით, ნუ გაექცევით მას. უბრალოდ, ღრმად ჩაისუნთქეთ და უთხარით საკუთარ თავს: „მე ვიღებ ჩემს ჩრდილს, ვხედავ მას და, შესაბამისად, ის აღარ მმართავს მე”.

გთავაზობთ მთვარის  მეცხრე დღის ძალიან ეფექტურ აფირმაციებს, რომლებიც უმჯობესია გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ. ხოლო ის აფირმაცია, რომელსაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვლით, დაწერეთ კომენტარებში.

მე ვათავისუფლებ ყველაფერს, რაც აღარ ემსახურება ჩემს გზას.

მადლობელი ვარ წარსულის გაკვეთილებისთვის და ვაგრძელებ გზას სინათლისკენ.

ყველა სირთულე და განსაცდელი გარდაიქმნება ჩემს გამოცდილებად და ძალად.

ვირჩევ მშვიდობას, ჰარმონიას და სინათლეს ყველა სიტუაციაში.

ვპატიობ საკუთარ თავს და სხვებს, ვანთავისუფლებ სივრცეს ახლისთვის.

ყოველი ჩასუნთქვა მავსებს შუქით.

ყოველი ამოსუნთქვა მათავისუფლებს სიბნელისგან.

ვენდობი სამყაროს და ვიღებ მის უმაღლეს განზრახვას.

ვწყვეტ ყველა კავშირს, რაც მაბრუნებს წარსულში, ვიღებ აწმუოს და ვქმნი ნათელ მომავალს.

ჩემი გზა სუფთაა, ხოლო გული ღიაა სიყვარულისა და სიხარულისთვის.

ვიღებ ცვლილებებს მადლიერებით და სიმშვიდით.

ყველაფერი, რასაც ვუშვებ, მიდის მარტივად და უმტკივნეულოდ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვგიჟდები ამ გოგოზე! სასწაული გარეგნობა აქვს“ - ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

🎥 15 მწარე სიმართლე მორიელების შესახებ - „მაკონტროლებელი, დომინანტი, მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა მიაღწიოს სასურველს“

„გეგმები, რომლებიც დამუხრუჭებული და გაჩერებული იყო ნელ-ნელა დაიძვრება...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან