Digest Logo

„ჩვენ ქართველების მაისურების დასაჭერად ვითამაშეთ“ - რას წერენ უკრაინელები საქართველოსთან მოგების შემდეგ?

1728714126
უკრაინელებიუკრაინელები

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. ეს ჩვენი ნაკრების პირველი მარცხი იყო მიმდინარე ერთა ლიგაზე.

თავის მხრივ, პირველი მატჩი მოიგო უკრაინამ და ჯგუფიდან გასვლის შანსები დაიტოვა. მოგეხსენებათ, უკრაინელებს ორიდან ორივე თამაში წაგებული ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, უკრაინელი გულშემატკივრების უმრავლესობა თამაშით უკმაყოფილოა და მეტს ითხოვენ. გთავაზობთ მათ რამდენიმე კომენტარს მატჩის შემდეგ:

„მეორე ნახევარში საქართველომ ძალიან გვაჯობა, თამაშით უკმაყოფილო ვარ“,

„რომ არა მუდრიკის ოსტატობა, ვერ მოვიგებდით. მათ დრო არ დაკარგეს და ქართველი ფეხბურთელების მაისურების დასაჭერად ითამაშეს. ყვითლებიც მიიღეს“,

„კარგია, რომ მუდრიკმა გადაგვარჩინა. ასეთი არაშემტევი თამაშით ჩეხეთს ვერ მოვუგებთ“,

„ისე გვიხარია, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. არაფერი შეცვლილა და სამუშაო ბევრია“,

„ყვითელი ბარათები ისეთ უაზრო სიტუაციებში მივიღეთ, რომ დისციპლინა აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“, - წერენ უკრაინელები სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ვილი სანიოლი - „საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, ეს კატასტროფა იყო“

⭕საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🎥 „რა ლამაზია და როგორი უბრალო“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

წყარო: lagazzetta.ge