Digest Logo

🎥 „ჩვენი მრავალხმიანობა არის გამოძახილი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მრავალი კუთხე“ - ლიკა ლიპარტელიანი სალოტბარო სკოლებზე

1769629015
თამუნა ლიპარტელიანი

სალოტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი, ფოლკლორის ცენტრის გუნდის ლოტბარი ლიკა ლიპარტელიანი გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა საქართველოს მასშტაბით უკვე 47 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს:

„უკვე 47 სკოლაა საქართველოს მასშტაბით. სკოლების მატებასთან ერთად იზრდება მოსწავლეების რაოდენობაც ბუნებრივია. სურვილი დღითი დღე მატულობს, საზოგადოება ძალიან კეთილგანწყობილია და გვწყალობს. ეს არ გახლავთ მხოლოდ სიმღერისა და ცეკვის წრე.

სალოტბარო სკოლებში ბავშვები ეცნობიან საკუთარ ქვეყანას. ჩვენი მრავალხმიანობა არის გამოძახილი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მრავალი კუთხე, ამ კუთხეებში მრავალი სოფელი. ყველა ფიქრობს ინდივიდუალურად, მაგრამ თანავცხოვრობთ ერთად, მშვიდობით“, - აღნიშნა ლიკა ლიპარტელიანმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გალობის აღდგენა ეკლესიაში უკავშირდება ჩვენს პატრიარქს...“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

⭕„უმშვენიერესი“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები და მოხიბლული გამომწერები

⭕კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს