საგურამოში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლთან ერთად „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიოზე მოხვედრა მათთვის საოცრება იქნება.
„ვფიქრობ, რაღაც ისეთი გარემოა გულშემატკივრებში, ყველა კმაყოფილია და ხანდახან ასეთი კმაყოფილიც არ უნდა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ევრო ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული იქნება და ზედმეტად თავდაჯერებულებიც არ უნდა ვიყოთ.
პირიქით, ეს წარმატება გვერდით უნდა გადავდოთ და ეს შესარჩევი ახალი მუხტით ვითამაშოთ. ადვილად ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებთ. ხანდახან, როცა მეგობრებს ვესაუბრები, ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ტოპ გუნდი ვართ და ჩეხეთს მარტივად უნდა მოვუგოთ. არა, რატომ უნდა მოვუგოთ მარტივად?
ყოველი ოცნების შემდეგ ახალი ოცნება გაქვს და ჩემთვის მსოფლიოზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, თუმცა მსოფლიომდე დიდი გზაა“, - განაცხადა კაშიამ.