დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა.
„სავარაუდოდ, დერბენტში თავდამსხმელები თეთრი მანქანით გაიქცნენ“, - წერს რუსული მედია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამარდაშვილის დედაზე უფრო შოკში ვარ, თუ შვილზე, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი