Digest Logo

„დაჯავშნილი მანქანა დაახვედრეს, მან თქვა, მე რომ მანდ ჩავჯდე, სამღვდელოება მომყვება და იმათთვის ვინ გამოყოფს ამ მანქანებსო“ - რას იხსენებს შალვა კეკელია

1774202971
შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ 2008 წელს კონფლიქტის ზონაში პატრიარქის ჩასვლის ეპიზოდი გაიხსენა.

დეკანოზმა თქვა, რომ მაშინ საფრთხის მიუხედავად უწმინდესმა და უნეტარესმა დაჯავშნილი მანქანით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

„ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა, უწმინდესი იქ წასულიყო იმიტომ, რომ პირდაპირი საფრთხე იყო, არავინ გვაძლევდა გარანტიას, რომ მას იქიდან ჭურვს არ ესროდნენ, არ მოკლავდნენ და ასეთი რამე არ მოხდებოდა. დაჯავშნილი მანქანა დაახვედრეს და მან თქვა, არა, მე რომ მანდ ჩავჯდე, სამღვდელოება მომყვება და იმათთვის ვინ გამოყოფს ამ მანქანებსო, რადგან მათთვის არ გამოიყოფა ეს [დაჯავშნილი] მანქანები, მეც ჩვეულებრივ, ჩემი მანქანით წავალო. არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში“, - გაიხსენა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ის ასევე იხსენებს შინდისის ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენების ეპიზოდს.

„ჩავიდა და როდესაც გაიარეს ის ადგილი, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები, შინდისელი გმირები იყვნენ დაღუპულები, გააჩერებინა მანქანა, თავისი ანაფორა გაიხადა და ძირს დაუფინა ამ ადამიანებს. როცა ახლობელი გარდაგეცვლება, როგორი რთულია, რომ გარდაგეცვალა და წარმოიდგინეთ, როგორი რთულია, მისი ცხედარიც რომ არ გაქვს და პატრიარქმა მათ [ოჯახებს] ეს ცხედრები დაუბრუნა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, მუცელშივე დავარქვი სახელი ჩემი პატრიარქის სიყვარულით, ილია...“ - ქეთი ჩხაიძის ემოციური ვიდეომიმართვა

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების, მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა“ - ირაკლი ჩიხლაძის ემოციური მონოლოგი