საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიულ, მე-300 ოფიციალურ შეხვედრაში ტონგა ანგარიშით 55:31 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
24-ე წუთზე ტონგა მოედანზე კაცნაკლული დარჩა - არბიტრმა პატრიკ პელეგრინი 10 წუთით გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს – კარკაძის დუბლის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ.
პირველი ნახევრის ბოლომდე გუნდებმა ლელოები გაცვალეს - ჯერ ვასილ ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს უპირატესობა, ტაიმის ბოლო წუთზე კი სემისი პაეამ ანგარიში სხვაობა შეამცირა და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 22:14 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე უკვე „ბორჯღალოსნები“ დარჩნენ კაცნაკლულნი - არბიტრმა 10 წუთით მოედანი აკაკი ტაბუცაძეს დაატოვებინა, რითაც ტონგელებმა მალევე ისარგებლეს და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 22:21.
კაცნანკლულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს დადება მოახერხა – დავით ნინიაშვილმა კარგად ისარგებლა მეტოქის მოთამაშეთა წამიერი უყურადღებობით და ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, მატკავა გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო – 29:21.
საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, თავის ისტორიაში მე-300, საიუბილეო მატჩი ლამაზი მოგებით დაასრულა და ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში - არუნ ხათრი მარტივ საშინაო მეთოდს გვიზიარებს