Digest Logo

„დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა, განადგურდა ოჯახი...“ - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდის ახლობლები

1742150325
ნაირა ვაშაყმაძე

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 25 წლის ნაირა ვაშაყმაძე.

ტრაგიკულ შემთხვევაზე „კვირის პალიტრას“ გარდაცვლილის ახლობლები ესაუბრნენ:

„როგორც ვიცი, ხულოში მიდიოდა 11- კაციანი მერსედერსის მარკის მიკროავტობუსი, სოფლის მარშუტკა იყო და მეორე მანქანა იყო 8 კაციანი მინივენი, როგორც ვიცი, მინივენში ისხდნენ ბათუმელი ექიმები, სტომატოლოგები. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანები დაეჯახა ერთმანეთს. მარშუტკის მძღოლის მხარს არის შეჯახება და მძღოლიც კლინიკაშია გადაყვანილი, დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მარშუტკაში იჯდა და ხულოში მიდიოდა. 4 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ზოგიერთი მსუბუქად დაშავდა. გოგონა სამწუხაროდ გარდაიცვალა",- ამბობს სოფელ გობრონეთის მაცხოვრებელი.

„ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი. წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი“,- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი თანასოფლელი გოგონა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „აღმაფრთოვანებელი სხეულია, ყოჩაღ თქვენ“ - თაკო ტაბატაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „მინდა ბედნიერი ვიყოს“ ევოლუცია“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

წყარო: kvirispalitra.ge