2022 წელს შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათუნა ქოქრაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა ავარიიდან გამოჯანმრთელებამდე როგორც დათუნამ, ისე მისმა მშობლებმა და მათმა გულშემატკივრებმა ურთულესი გზა გაიარეს.
🔵შეძლებს თუ არა დათი ქოქრაშვილი სიარულს? - მოზარდის დედა სასიხარულო სიახლეებზე საუბრობს
დათუნას დედა „ნანუკას შოუში“ შვილის ავარიის დღეს და განვლილ პერიოდს იხსენებს.
„როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე ამერიკაში ვიყავი, აზრზე არ ვიყავი აქ რა ხდებოდა, მაგრამ სრულიად უმიზეზოდ დამეწყო შფოთვები და დავუწყე ჩემს ქმარს საუბარი, რომ არ მინდოდა ამერიკაში... ამ დროს დარეკა ირაკლის მეგობარმა. ვუპასუხე და მთხოვა, ჩემი მეუღლისთვის მიმეცა ყურმილი. როდესაც ირაკლიმ აიღო ტელეფონი, მესმოდა ხმა, რომ გადი სხვა ოთახში, კრისტიმ არ გაიგოსო... უცებ შევედი ოთახში და ჩემი ქმარი იატაკზე ეგდო, ვკითხე - რა მოხდა-მეთქი და მამაჩემია ცუდადო. ვამშვიდებდი შეძლებისდაგვარად და გამოვემგზავრეთ ორივენი, გზაში ჩემი ქმარი მებოდიშებოდა, ვერ მივხვდი რის გამო. უცებ მეგობარმა მომწერა - „ბავშვი როგორ არის?“ და მივხვდი, რომ ჩემი მამამთილი კი არა ჩემი შვილები იყვნენ საფრთხის ქვეშ. როდესაც ჩამოვედით და ვნახე ვითარება, ამდენი მგლოვიარე სახე, ბავშვი ასეთ მდგომარეობაში... არ ვიცი...
ახლა როცა მეუბნებიან რატომ ვარ გაბადრული და ბედნიერი, მე უბრალოდ ვიხსენებ იმ გზას, რაც გამოვიარეთ... სიცოცხლის შანსი არ ჰქონდა, საოცრება ჩაიდინეს ექიმებმა, აქაც და საზღვარგარეთაც ... ხალხმა ხომ საერთოდ, ლარ-ლარობით შეგროვდა თანხა, უდიდესი პოზიტივი იგრძნობოდა.
სამი შვილი მყავს, მაგრამ დათიკოსთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, სულ ჩემი გაზრდილია და ვფიქრობდი, რომ ჩემი განწყობით მასაც გადავდებდი დადებით ენერგიას, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. არცერთი წამით იმედი არ დამიკარგავს, სულ მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა. დარწმუნებული ვარ, რომ დათიკო სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს და ყველაფერი კარგად იქნება”, - დათი ქოქრაშვილის დედა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵„გაშვილებული და გაყიდული ბავშვების დედები 3 მარტს პარლამენტთან აქციას გამართავენ“ - თამუნა მუსერიძე