კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური 3 და 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას საჯაროდ პასუხობს და წერს, რომ უმჯობესია თუ კაცები ქალებს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დღეებში, არამედ ზოგადად ყოველდღიურად სცემენ პატივს.
🔵„მწვადების სეზონია და თუ ჯოჯოხეთში უნდა მოხვდეთ, ეგ მაინც შეგრჩეთ“ – მამა ლევან ჯიქური
„არის კითხვები 3 და 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე პასუხის გაცემას ჯობია ერთიანად დავაფიქსირო ჩემი აზრი. მართლმადიდებლებს გეტყვით, 2 მარტს არის თევდორე ტირონის ხსენება, მაქვს ტაძრის დღესასწაული და ეს მარხვა იმდენად მძიმეა რომ, წირვის ჩატარება არ შეიძლება. და კლარა ცეტკინობა შეიძლება კაცო? და მეორე. თუ გინდათ ცოლები გაახაროთ, ერთი დღე გადადეთ ყველაფერი და დააკვირდით რამდენს შრომობენ და დაუფასეთ. არ შეაგინოთ არასდროს. და არ უღალატოთ არ საქმით, არც სიტყვით, არც ფიქრებით და არც ტელეფონით. ერთი დღე გაახარებენ მერე ხან ჟეპავენ, ხან ღალატობენ და ხან რა“, - წერს ლევან ჯიქური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს
🔘🎥 „ირაკლი ზრუნავს იმაზე, რომ ლიზას სწავლის მხრივ ხელი არ შეეშალოს“ - ქეთი ასათიანი
🔘🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა