Digest Logo

„დასანანი შეცდომა იყო დაშვებული...“ - გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება

1700721762
გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნას ეროვნული ნაკრებისთვის დანაკლისად მოიხსენიებს.

„დასანანი შეცდომა იყო დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივრებს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეიოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე“, - წერს გურამ კაშია Instagram-ზე.

20 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ისეთ პირობებში ვცხოვრობდი, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა“ - ვინ უტოვებდა ჩუმად ფულს მედეა ლორთქიფანიძეს?

🎥 „მამაჩემთან ერთად ვიყავი, როცა ავარიაში მოყვა“ - მედეა ლორთქიფანიძის დაობლება და გაჭირვების წლები

🎥 მამა ვიტალის საფლავზე ჩათქმული სურვილი და ახდენილი ოცნება - „ყოველ საღამოს ველაპარაკები“