Digest Logo

„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთში კი ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1745834865
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უახლესი ამინდის შესახებ პერიოდულად უზიარებს ინფორმაციას.

ამჯერად იგი მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ხვალ 29 აპრილს - დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და რამდენიმე გრადუსით დაგვითბება, აღმოსავლეთში კი საპირისპირო სიტუაცია შეიქმნება და გაავდრდება, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
ჩვენ განვიცდით საკმაოდ დინამიურ გაზაფხულს, ზოგან ინტენსიური ნალექით და ყველგან საშუალო კლიმატური ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელს.

მიმდინარე კვირა, კვლავ არასტაბილური იქნება ჩვენს ქვეყანაში, დროდადრო ისევ წვიმით და სიცივით, თუმცა კვირის ბოლოს ტემპერატურა შედარებით მაინც მოიმატებს და ცოტათი დაგვითბება.

რაც შეეხება მაისის პროგნოზს - საქართველო ტემპერატურის მხრივ დარჩება ნორმის ზღვარზე, საშუალოდან გადახრები დაახლოებით 1/ 1,5 °C ; უფრო თბილი იქნება.

ჩვენ, სავარაუდოდ, კვლავ განვიცდით საპირისპირო კლიმატურ ფაზებს, თბილი დღეებიდან უეცარ აცივებამდე“,-წერს ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ! 2 წლის აივი ბაბუს უმღერის და ბოლოს სიტყვებით „გოგიჩა ბაბუ მიყვარხარ!!!“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი გარდაცვლილ მამაზე

🎥 „დღეს მოერიდეთ კისრის მკვეთ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

⭕„ყველას გთხოვთ, ნუ ღელავთ... ამ შედეგამდე მივედი ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე, 126 კილოდან“ - ნანუკა გულუა