
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, მძიმეა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.