Digest Logo

„დათო იყო ერთადერთი ვინც გადამარჩინა. ის იყო ჩემი ყური, ენა, შუამავალი და საყრდენი“ - თინა ხიდაშელი ქმარზე

1680376273
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემაში „სთორი“ საკუთარი კოვიდისტორიის და მძიმე პერიოდის შესახებ ახალი დეტალები გაიხსენა და ქმრის როლზე საჯაროდ ისაუბრა. 

თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მუდამ მის გვერდში იდგა ეს მისი ქმარი დათო იყო.

„დათო იყო ერთადერთი ვინც კოვიდის დროს გადამარჩინა. დანარჩენი ექიმი, პროფესორი, იყო მეორადი ამბები. რაც თავი მახსოვს, არავის უნახავს, რომ ვტიროდე, ისე გავიზარდე, ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ტირილი ჩემი სისუსტეა და ეს არავინ უნდა ნახოს. ჩემი ცხოვრების ამოცანაა ვიყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარება, რომელიც მზადაა კლდიდან გადახტეს სხვა ადამიანისთვის.

სამწუხაროდ ეს იქამდე მივიდა, რომ საავადმყოფოში რომ ვიწექი ჟანგბადის დამთავრებისასაც არ შემეძლო ხელი დამეჭირა და მომეთხოვა. დათო იყო ჩემი ყური, ენა, შუამავალი და საყრდენი.

ერთ დღეს შაქარი ამივარდა 500-600-ზე  და ეს იყო ღამე, როცა ყველა თეთრხალათიანი ჩემს ოთახში იყო. ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი და ამ დროს დათომ ტელევიზორი ჩამირთო, ვახვას გადაცემა გადიოდა, არველაძეები იყვნენ. იმის მერე სადაც ვხედავ, ყველგან ვეუბნები თქვენ გადამარჩინეთ მე იმ ღამეს -მეთქი“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აი, მაგალითი როგორ გაძარცვო მრევლი ქრისტეს სახელით...“ - რა ღირს ეპისკოპოსის საათი და რას წერს სასულიერო პირი მასზე

🎥 „მართლა საოცარი გუნდი ხართ“ - დათი ქოქრაშვილი კლასელებთან ერთად კალათბურთს თამაშობს

🔵„კარგი და ბედნიერი დღეები გქონდეთ“ - ნოე სულაბერიძე და ზაზა ფაჩულია მეუღლეებთან ერთად იტალიაში მოგზაურობენ