
ექიმი თამარ კოტეტიშვილი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მან ასევე თქვა, რომ იგი გულის მანკით დაიბადა, 5 წლის ასაკში კი ოპერაცია გაუკეთეს:
„დავიბადე გულის მანკით, წლის და 2 თვის ასაკში, სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, დამემართა პნევმონია! ვიყავი ძალიან მძიმედ. რომ გამომწერეს, თქვეს ჰაერი თუ მიიყვანს ოპერაციამდეო.
დედაჩემის დედამ აიღო ეს პასუხისმგებლობა, წამიყვანეს კავთისხევში, გამზარდეს 5 წლამდე იქ. მერე ჩამაბარეს პატრონს.
დედა ჩამოდიოდა ოთხშაბათობით და პარასკევს. ერთი ბავშვი ვიყავი და თავზე დამტრიალებდნენ, ბიძაჩემი მოდიოდა და დედაზე სიმღერებს მიმღეროდა, მამწარებდა.
ყველაზე დიდი სევდა ეგ იყო, მე მეტი სევდა არ მქონია ნამდვილად“, - ამბობს თამარ კოტეტიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მრცხვენია როდესაც ქუჩაში მცნობენ“ - თამარ კოტეტიშვილი
⭕გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ლაშა ბექაური ზაფხულის ცხელ დღეებს საბერძნეთში ატარებს - „კარგი დასვენება, ჩვენო ლომო“