Digest Logo

დავით კოდუა ყოფილ ცოლს შეურიგდა? - გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოებას შეკითხვები გაუჩინა

1694680397
დავით კოდუა

ცნობილი ბიზნესმენი დავით კოდუა საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურაა. ის  ქართულ პრესაში ხშირად ქალების გამო ხვდება და ახლაც, ხალხი მისი ყოფილი ცოლის მიერ გავრცელებული ფოტოების შემდეგ ალაპარაკდა.

იმის მიუხედავად, რომ დავით კოდუას რომანი აქვს მოდელ ალექსანდრა პაიჭაძესთან, რომელთანაც საერთო შვილი აკავშირებს, მისი ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც იგი ბიზნესმენთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ხელგადახვეულები დადიან.

აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოებას შეკითხვები გაუჩინა - შეურიგდა თუ არა იგი ყოფილ ცოლს? თუ შეურიგდა მაშინ ალექსანდრას დაშორდა? თუ ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს? 

შეკითხვებზე პასუხები ჯერ არც დავითს, არც ალექსანდრას და არც ბიზნესმენის ყოფილ ცოლს გაუცია, თუმცა ფაქტია, ნათია გედევანიშვილი სოციალურ ქსელში ყოფილ ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს.