Digest Logo

დავით სოკოლოვი საავადმყოფოში მოხვდა - რას ითხოვს მაკა რაზმაძე

1601672121
მაკა რაზმაძე და სოკოლოვი

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელევარსკვლავის, დავით სოკოლოვის შესახებ წერს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, სოკოლოვს მოკლე პერიოდში ორჯერ გადაუტანია ინფარქტი, რის გამოც ახლა საავადმყოფოშია.

„ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და ყველა დროის ტელევარსკვლავი დავით სოკოლოვი მოკლე დროის განმავლობაში მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში.

აქამდე ოჯახს არავინ შეუწუხებია ამ პრობლემით, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ ვინც იცის რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს გარდა რომ საავადმყოფოს და მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

გთხოვთ ცუდად არ მიიღოთ ეს თხოვნა. არც თანხის შეგროვების თხოვნაა ეს და არც ვინმეს ზედმეტად შეწუხების დათო არ დაუშვებს ამას რომ გამიგოს.

სახელმწიფოს რა დახმარება შეუძლია - ეს მაინტერესებს.

თვითონ წევს რკინიგზის საავადმყოფოში. გონზეა, სიცოცხლით სავსეა როგორც ყოველთვის და გადარჩენაც სრულიად რეალურია.

დამეხმარეთ, გთხოვთ“,- წერს რაზმაძე.