Digest Logo

„დავტკბეთ ისე, როგორც ბავშვობაში“ - როდემდე გაგრძელდება მზიანი დღეები საქართველოში, კობა ფარტენაძის პროგნოზი

1763711631
 კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. 

მისი თქმით, საქართველოში ანტიციკლონი გვიცავს, ამიტომ მზიანი და თბილი დღეები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„საქართველოში ანტიციკლონი გვიცავს, ევროპის იმ ცალკეული ტერიტორიებისგან განსხვავებით, სადაც მკვეთრად აცივდა, ამიტომაც ჩვენთან ყინვის და თოვლის ნაცვლად, სტაბილურად მზიანი და თბილი დღეებია, რომელიც კიდევ გაგრძელდება - თვის ბოლომდეც კი.

დღისით ტემპერატურა კვლავ 20 გრადუსთან ახლოს რჩება. თითქოს ბუნებამ გადაწყვიტა, ცოტა ხნით კიდევ დაგვიტოვოს სინათლე, სითბო და სიმშვიდე.

ასე, რომ დავტკბეთ ისე, როგორც ბავშვობაში, როცა არ ვიცოდით, რომ დრო ასე სწრაფად გადის, ვისიამოვნოთ
ისე, როგორც შეგვიძლია - მადლიერად, მშვიდად...“, - წერს კობა ფარტენაძე.