Digest Logo

დაზიანებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები - სტიქიამ გურიის რეგიონი დააზარალა

1696484365
სტიქიამ გურიის რეგიონი დააზარალა

ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟაზე, ექადიის უბანთან დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა. ხიდი, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. ტერიტორია გადაკეტილია და მგზავრებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის გარდა დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც. განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. შექმნილია საგანგებო შტაბი. სოფელ მამათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად დროებითი კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს. მოსახლეობას დენის მიწოდება სრულად აღუდგა, უახლოეს პერიოდში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს გაზიც.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 გვეხმარება თუ არა დარიჩინი წონაში კლებასა და მადის დაქვეითებაში?

🎥 სად და როგორ გარემოში შეგიძლია გაატარო შენი დასვენების დღეები ამ სეზონზე? - რჩევები მოგზაურისგან

🔵🎥 „მამამ მანქანა გაყიდა იმისთვის, რომ მე თბილისში გადმოვსულიყავი და არაფერი მომკლებოდა“ - რას ჰყვება ლაშა ტალახაძე

წყარო: rustavi2.ge