Digest Logo

„დედა, მე გპატიობ ყველაფერს უბრალოდ გამოჩნდი...ჩემი აყვანა ფოთში ნაქირავები სახლიდან მოხდა“ - 39 წლის ხობელი ქალი ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს

1724325703
დაკარგული ქალი

1985 წლის 21 ივნისს დაბადებული ნათია თუთბერიძე, რომელიც ფოთის სამშობიაროში იმშობიარა დედამ, ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. 

ამის შესახებ ქალი სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. იგი რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შესაძლოა ოჯახის პოვნაში დაეხმაროს. 

„გამარჯობა. ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს. დავიბადე როგორ ვიცი 1985 წლის 21 ივნისს. ფოთის სამშობიაროში. ჩემი აყვანაც ფოთში მოხდა ერთ-ერთი ნაქირავები სახლიდან….

დედამ გამომატანა უფროსი შვილების ფოტოები, რომ წამოვიზრდებოდი გაეცნო ჩემთვის გამზრდელს. (ბავშვი რომ ვიყავი ეს ფოტოები ალბომში რომ მხვდებოდა ყოველთვის ყურადღებას იქცევდა ჩემში და ვეკითხებოდი თუ ვინ იყვნენ ისინი, ულამაზესი ბავშვები იყვნენ ხუჭუჭა თმებით დღესაც თვალწინ მიდგას ) ყავისფერში იყო ეს ფოტოები ულამაზესი ანგელოზების მე ვიზრდებოდი ხობის რაიონ სოფელ საჯიჯაოში. შემდეგ გავთხოვდი ხობში. ამ დროს ვიგებ ვარ ნაშვილები და იწყება ჩემი სულიერი ტანჯვა არ მეუბნება დედა არაფერს რაც მაინტერესებს მხოლოდ ეს მითხრა ფოტო გამოგატანა დედაშენმა შენი და-ძმისო სიხარულით მეგონა ავფრინდი და დააყოლა გავანადგურეთ შენზე გავბრაზდიო ადრე რომ გათხოვდიო და აღარ მაქვსო.

მხოლოდ ბავშვობის წარმოდგენა მაქვს დარჩენილი მაგრამ თვალწინ მიდგას ჩემი ხუჭუჭა დედ-მამის შვილები (და ჩემი 3 შვილიც ხუჭუჭები მყავს და ბედნიერი ვარ მაგითი მეოთხე შვილი მე დამემსგავსა სრიალა თმებით მოკლედ დავამატებ მხოლოდ იმას რომ გვარები ახსენა დედამ ბარამია და ქობალია არის შენი სისხლი და ხორციო. ზუგდიდიდანო….. ერთ-ერთ სოფლიდანო…. ხან მეტყოდა ხოლმე აფხაზეთიდან იყავიო და იქ დაიღუპაო რომ გაგაჩინა 24 წლის იყავიო და ახლა იქნება 63 წლის.

ხშირად მამსგავსებენ რუსს და კიდევ ვიცი თითქოს რუსი ბებიაა მყავდა…….. მეტი არაფერი ვიცი ჩემს შთამომავლობაზე  გთხოვთ თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია რომ შემეხმიანეთ. გამზრდელი გარდაცვლილია რომ ამიყვანა იყო 50 წლის. იქნებ რამით აღადგინოთ ეს ისტორია და ვიპოვოთ ერთმანეთი.

დედა მე გპატიობ ყველაფერს უბრალოდ გამოჩნდი… მინდა გაგიცნო და მადლობა გითხრა რაც გენეტიკურად შენიდან გამომყვა მე ბედნიერი ვარ იმით რაც მაქვს შენიდან და კიდევ თუ გაიმეტებ რომ გიხილო უფრო ბედნიერი ვიქნები ყველაფრის მიუხედავად გთხოვ შემეხმიანე ჩემი სახელი და გვარი არის ნათია თუთბერიძე……

შენ დაგირქმევია სუზანა……. არ ვიცი რამდენად მართალია ეს ინფორმაცია მაგრამ ჩემი გრძნობები შენდამი წრფელია ეგ ზუსტად ვიცი. გთხოვ გამოჩნდი მეტი არაფერი არ მინდა, დავურთავ ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს იქნებ მსგავსებაც ნახოთ ვინმემ და გავიკვლიოთ გზა ერთად“, - წერს ნათია თუთბერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

🎥 14 წლის გოგომ ტაქსის მძღოლი, 74 წლის კაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს

⭕„პირველად და უკანასკნელად“ - ალექსანდრა პაიჭაძემ ბურგერი გასინჯა