აჭარის კულტურის მინისტრი, პიანისტი, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ელისო ბოლქვაძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობასა და კარიერაზე ისაუბრა.
როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ინსტრუმენტის ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა მეცადინეობა არ უყვარდა:
„ბავშვი როცა ხარ ამაზე არ ფიქრობ, რომ იქნები ასეთი წარმატებული. თუმცა ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ჯულიეტა ვაშაყმაძესავით ვყოფილიყავი გამომცხადებელი. სოციუმში მინდოდა კარგად ვყოფილიყავი, ვიყავი დედისერთა.
სიმდიდრე იმდენად დიდი იყო და სულიერი ირგვლივ, რომ ეს იქნებოდა დიდი ბედნიერება ჩემთვის. ჩემი სურვილი იყო ინსტრუმენტთან ყოფნა. მქონდა ძალიან კარგი ხმა და სმენა, მიიქცია ამან ყურადღება და დედას უთხრეს რომ კარგი ბავშვია და მიიყვანეთ მუსიკაზეო. დედას ვაყიდინე მე პიანინო. ვაჟა ფშაველაზე იყო ეს მაღაზია და როცა მივედით იყო დაკეტილი. ადგილი არ მოვიცვალე ჩემი პიანინო არავინ წაიღოს მეთქი. ასე მოვიპოვე ეს პიანინო. ახლა ბათუმში მაქვს კაბინეტთან და ვმეცადინეობ ხოლმე.
ვიყავი საოცრად ზარმაცი, იმიტომ რომ მეზარებოდა. დედაჩემს ვუთხარი ბავშვობა დამაკარგვინეთ-მეთქი. ამაყი ვიყავი ოჯახით და ჩემთან შეკრებილ საზოგადოებასთან კარგი დამოკიდებულება მქონდა. ძალიან თბილი ბავშვი ვყოფილვარ. ნოდარ დუმბაძე იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი როიალის ამბავი მოაგვარა“, - ამბობს ელისო ბოლქვაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლევის ჰამილტონი და კიმ კარდაშიანი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს