
თბილისში, სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია.
„მოხარული ვარ, რომ თბილისს შეემატა სივრცე, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით, მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.
„პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. სასტუმროს, გოლფის მოედნებისა და საბაგიროს ინვესტიცია ჯამში 500 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს 'პარაგრაფ თაბორის” გახსნა.
სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედანთან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხოო ხედი იშლება, ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ იმისთვის, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ადგილი, “პარაგრაფ თაბორის” სახით.
რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ადამიანს, ვინც სული ჩაუდგა ამ პროექტს და კიდევ ერთი უნიკალური ადგილი შემატა თბილისს - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.
ჩვენ, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას - პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს, ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს,“ - წერს კახა კალაძე.
ნახეთ ფოტოები 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით