
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „კულინარიული დუელი“ იმყოფებოდა, სადაც საჭმლის მომზადებასთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა კი მისი ბავშვობა იყო, როგორც იგი აღნიშნავს ცელქი ბავშვი არ ყოფილა.
„ყოველთვის ვიყავი სამაგალითო ბავშვი, მე შემეძლო წყნარად და მშვიდად მეთამაშა ბავშვებში. ჩემი მწყობრიდან გამოყვანა რთული იყო, თუმცა იცოდა ყველამ ისიც, რომ სჯობდა არ გამოვეყვანე მწყობრიდან.
მწყობრიდან გამოვყავარ დედის გინებას, რომელსაც ვერ აპატიებ ვერავის, ასევე ვერ ვიტან ტყუილს.
ბავშვობაში ერთ გოგონას ვეპრანჭებოდი, ერთად მივდიოდით მეხუთე კლასში ვიყავი და ზემოდან მეცხრე კლასელმა ბიჭმა დამაფურთხა, ისეთი ამბავი ატყდა და ისეთ დღეში ჩავაგდე ეს ბიჭი, რომ მას შემდეგ ისე დავამთავრე სკოლა არავინ გამკარებია“, - ჰყვება მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალი კარგი კაცის ხელში ასე ბრწყინავს“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში საყვარელ კაცთან ერთად ისვენებს