„შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, კუჭიდან სისხლდენის ფაქტი საკმაოდ ინტენსიური იყო.
„ექიმების მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის შემდეგ განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენა იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ, მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მხნეობასა და ჯანმრთელობას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გოჭისხელა ვირთხების ფერმა, რომლებსაც თონეში წვავენ!...“ - აჩი სვანიძის მოგზაურობა ტაილანდში
🎥 თუ გაქვთ თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი და კუნთების კრუნჩხვები: გააკეთეთ ეს! - არუნ ხათრის რჩევები