Digest Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა თქვა, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას

1774699229
ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო ანდერძზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე.

მან ვიწრო წრეში განაცხადა და მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.

კათოლიკოს-პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევს წმინდა სინოდი და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა წარმართავს ამ პროცესს.

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ, არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს“, - აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს

🎥 რა იწვევს სწრაფ გაჭაღარავებას – მარი მალაზონია მიზეზს განმარტავს

⭕„აიღეთ ნებისმიერი ლითონის ნივთი, დაიჭირეთ ხელში და წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი, როგორც უკვე აშენებული სახლი“ - რიტუალი, რომელიც შაბათს უნდა გააკეთოთ