ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.
მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ მისი 21 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა.
ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.