დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემამ კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შედეგად გამოწვეული ცვლილება დააფიქსირა.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე დასაქმებული პერსონალის - საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიების თანამშრომლების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე უკვე განხორციელდა.
„ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.