Digest Logo

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

1776059690
ანთებული სანთელი

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 14 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

16 აპრილს 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება.

17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქოლგა და საწვიმარი თქვენი თანმხლები უნდა გახდეს“ - 13 აპრილის ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

🎥 „ნუ მაჩუქებთ ცოცხალ ცხოველებს…!“ - ზურაბ შევარდნაძე მიმართვას ავრცელებს

⭕„ქრისტე აღსდგა, გილოცავთ“ - თიკა ფაცაცია დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს