Digest Logo

🎥 „დღემდე ღამე მესიზმრება, რომ სცენაზე ვარ, ტექსტი მავიწყდება და აღელვებული ვარ“ - რატომ დატოვა მარჯანიშვილის თეატრი ნინო კობერიძემ

1718214559
ნინო ბერეკაშვილი

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი, კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო კობერიძე იყო.

ნინო კობერიძემ 25 წელიწადზე მეტია მარჯანიშვილის თეატრი დატოვა, ამის შემდეგ იყო ემიგრაცია და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი რამდენიმე ქართულ, პოპულარულ სერიალებში ვიხილეთ.

მისი ინტერვიუებით განებივრებულები არ ვართ, ამიტომ მსახიობის ცხოვრებაზე ბევრი ამბავი არაა ცნობილი. ამჯერად მსახიობი გადაცემაში საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე საუბრობს.

მსახიობი განმარტავს, თუ რატომ დატოვა მარჯანიშვილის თეატრი.

„მაშინ, ახალი თაობა მოვიდა თეატრში, მე აღარ ვიყავი საჭირო და სრულიად უმტკივნეულოდ წამოვედი, ძალიან მინდოდა გეოგრაფიის შეცვლა და იტალიაში წასვლა და ეს ავისრულე. ღამე მესიზმრება დღემდე, რომ სცენაზე ვარ, ტექსტი მავიწყდება და აღელვებული ვარ. კარგი იქნებოდა ერთხელ, გაელვება, მეთამაშა... მთავარი როლი არ მინდა,“- აღნიშნა ნინო კობერიძემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სტილის ინსპირაციაა ეს ქალბატონი“ - როგორია დალი ჩიტალაძის ზაფხულის ლუქი

🎥 „ჩემ პრინცესას, პირველი სპექტაკლი აქვს“ - თამო ვაშალომიძის ერთი დღის ვლოგი შვილთან ერთად

⭕„უზომოდ მენატრები, უზომოდ მიყვარხარ“ - ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა