Digest Logo

დღეს ამ ქუჩებს წყალი 6 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1658467143
წყალი წავიდა

22 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 ივლისს დღის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდი დიღმის II მიკრორაიონს, პეტრიწის, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.