მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.
12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება. 12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ჩვენ საზოგადოება არ ვართ, ნუ იტყუები...“ - რაზე ვერ შეთანხმდნენ ირმა სოხაძე და გივი სიხარულიძე?
🔵ლელა წურწუმია დუბაიში ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს