განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს დაიბადა ის, ვისაც იესოს შემდეგ ყველაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე.
ყოვლადწმიდა მარიამია ჩვენი დიდი მფარველიც, შემწეც, იმედიცა და ძალაც - ქრისტიანთა მზრუნველი დედა.
მისი თბილი მზერის წინაშე ნებისმიერი ბოროტი ძალა უკან იხევს - არავის და არაფერს ძალუძს ღვთისმშობლის მაცხოვრისგან მინიჭებული საიდუმლო შეძლების უკუქცევა.
ქართველებო, ქრისტიანებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! - დაე, მარიამის მეოხება არასდროს მოაკლდეს საქართველოს, თითოეულ თქვენგანსა და ყველას, ვინც გიყვართ და გეძვირფასებათ“, - წერს გია მურღულია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: