Digest Logo

„დღეს გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი“ - 20 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

1779253371
რიტუალი

ოთხშაბათი - 20.05.2026
ინდიკატორი — აღმოფხვრა

აღმოფხვრის დღე გაწმენდის, ჩამოცილებისა და ზედმეტის ჩამოშორების ენერგიას ატარებს. ეს არის დრო, როცა სჯობს ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც უკვე აღარ გემსახურებათ, გაბრკოლებთ ან ენერგიას გართმევთ. დღეს გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი.

სასიკეთოა:

სივრცის დალაგება

ძველი ნივთების მოშორება

მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა

პრობლემების მიზეზების აღმოჩენა

მკურნალობის ან დეტოქსის დაწყება

არასაჭირო ვალდებულებების გადახედვა

არ გირჩევთ:

ქორწილს

ახალი ურთიერთობის დაწყებას

ბიზნესის გახსნას

დიდ ინვესტიციას

იმ საქმის დაწყებას, რომლის ზრდა და ხანგრძლივი განვითარება გსურთ

დღე:  ხის ცხენის დღე

სახიფათო დღეა ვირთხისთვის. მეტი ყურადღება გამოიჩინონ ვირთხის წლებში დაბადებულებმა: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020.

სასიკეთო საათები:

11:00–13:00
15:00–17:00
17:00–19:00

დღის ფერი: მწვანე  

მწვანე ფერი დაგეხმარებათ ზრდის, განახლების, მოქნილობისა და მშვიდი განვითარების ენერგიასთან დაკავშირებაში. კარგი არჩევანია, თუ გინდათ დღე უფრო მსუბუქად, ბუნებრივად და ჰარმონიულად გაატაროთ.

დღის სლოგანი:

გაათავისუფლეთ გზა, რომ ენერგიამ სწორი მიმართულებით იმოძრაოს.