Digest Logo

დღეს „მწვანე ბარათის“ გათამაშება იწყება

1664978034
აშშ

ამერიკის მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იწყება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „მწვანე ბარათის" რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის აუცილებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.

„მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას:

https://ge.usembassy.gov/.../immigrant.../diversity-visa-ka/

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ისე უნდა დალეწო ეგ ნაგავი, რუკაზე საქართველო ვეღარასდროს იპოვოს, სულ დაავიწყო მკვდარი და ცოცხალი!“ - ნათია ბერიძე

🔵„ინტერნეტი აღარ იარსებებს და თუ ბუნკერში ჩავასწარით, ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს“ - ლალი მოროშკინა

🔵სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს (ჭია) საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა