Digest Logo

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

1742709579
საქართველოს ნაკრები

23 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩი 18:00 საათზე  დაიწყება.

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებიან, რომლებმაც ერევანში შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. „ჯვაროსნებს“ თბილისში ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც ერევანში ტრავმა მიიღო. მართალია, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ მწვრთნელები მის თამაშს მაინც ერიდებიან და ლუკას დასვენების შესაძლებლობას მისცემენ.

20 მარტს ერევნის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლითა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.