დიდ დიღომში 11 წლის მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, მარიამ ბარამიძე მესამე მიკრორაიონში დაიკარგა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
დაკარგულ ბავშვს ადგილობრივებიც ეძებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ისევ ეძებენ დაკარგულ გოგოს. პოლიციამ არ უპოვიათო! არ უპოვიათ, ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული რომ იპოვეს“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
„როგორც კი იპოვიან ავიღებ ფოტოს…
დიდ დიღომში ვინც ხართ და შეგიძლიათ გასვლა ოჯახის თხოვნაა, რომ გოგონას მოძებნაში დაეხმაროთ და მაქსიმალურად გადააზიაროთ, როგორც კი იპოვიან პოსტს ავიღებ… 11 წლის გოგონას მარიამი ჰქვია და აცვია მწვანე ზედა, პატარა ინფორმაციაც კი მნიშვნელოვანია…“ - წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ: