Digest Logo

„დიდება გმირებს“ შეძახილის გამო, რუსეთში ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ

1672731565
ვალერი მელაძე

რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ელენა აფანასიევა მიიჩნევს, რომ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

პროკრემლისტური მედიასაშუალება „ტასი“ წერს, რომ „ვალერი მელაძე რუსეთის ფედერაციაში აკრძალული უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის სლოგანს შეძახილით პასუხობს“.

„ამისთვის კი, ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას“, - აცხადებს რუსი სენატორი.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვალერი მელაძემ დუბაიში გამართულ კონცერტზე შეძახილს „დიდება უკრაინას“ „დიდება გმირებს“ უპასუხა.

რუსეთში ვალერი მელაძის ამ ქმედებას ღალატი უწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„12 წელი არ ჰყავდა ნანახი. შემზარავი ამბავია, დავმუნჯდი. არ ვიცი რა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას, რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა...“ - შოთო სიხარულიძე

🔵„დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი… იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა, ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი“ - ნანუკა გულუას ემოციური პოსტი

🔵ამერიკელი მუსიკოსი ფრედ უაითი გარდაიცვალა