Digest Logo

„დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი… იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა, ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი“ - ნანუკა გულუას ემოციური პოსტი

1672726387
ნანუკა გულუა

ერთი წლის წინ ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ და ემეგობრებოდნენ, ყველასთვის დიდი დანაკარგი აღმოჩნდა.

მსახიობმა ნანუკა გულუამ მისი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„შარშან, ნინაზე ორსულად ვიყავი რომ გამთენიას არამიწიერმა ტკივილმა გამაღვიძა, საავადმყოფოში გავქროლდით და წოლითი რეჟიმით გადაარჩენო მითხრეს…

არ უნდა ინერვიულოო, ეს იყო უმთავრესი პირობა… დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი…

ისე ვტიროდი, გული კინაღამ გამისკდა… კახას ძალიან უნდოდა ეთხოვა არ იტიროო და ვერაფერს მეუბნებოდა, იცოდა როგორი განძი იყავი ჩემთვის…

იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა, ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი და ძალიან ცოტას ვფიქრობ შენზე, ისე მტკივა უშენობა! მე და შენ ხომ ვიცით რა სიძლიერის სიყვარული გვქონდა… ყველაფერს ვსაუბრობდით საიდუმლოდ…

ისე მენატრები განუმეორებელო ადამიანო! შენ ერთადერთი იყავი ასეთი…რა ბედნიერი ვარ რომ გარდაცვლილი არ მინახიხარ, სულ ცოცხლად დარჩი ჩემთვის“, - წერს ნანუკა გულუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით სავსე წელი გქვონოდეს - სოფო ნიჟარაძის ელის მარიასთან ერთად ახალ წელს გვილოცავს

🔵„შეიძლება წელს ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ - 2023 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი ახალი წლის ღამეს - ფოტოები