Digest Logo

„დინამო თბილისის“ მწვრთნელი – „ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, ჩემპიონთა თასს თბილისში ჩამოიტანს და ქართულ ღვინოს დავლევთ“

1748758158
 ხვიჩა კვარაცხელია

„ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის მწვრთნელს, ლადო კაკაშვილს დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თასს თბილისში ჩაიტანს“, — ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კაკაშვილმა ისაუბრა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ ეს პირობა სწორედ იმ ადამიანს მისცა, ვინც წარსულში მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – ლადო კაკაშვილს, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელია.

„ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ ჩემს კაბინეტში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ“, - თქვა ლადო კაკაშვილმა.

ლადო კაკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო თბილისის“ აკადემიაში წვრთნიდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) მონაწილეობა გოლით მიიღო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ უეფას სუპერთასის ფინალში პსჟ 13 აგვისტოს ითამაშებს

⭕შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - ფოტოები

⭕„როგორ გიხდება ეს ფერი“ - ანუკი არეშიძე მწვანე კაბაში პოზირებს