Digest Logo

„დრო ვერაფერს ცვლის... ძალიან ძნელია აჩიკოს გარეშე ცხოვრება“ - არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

1617341495
არჩილ ტატუნაშვილი

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის დღეს 28 წლის გახდებოდა. ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წელს 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. 
 

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა და პერიოდულად ჩადიოდა ოკუპირებულ დაბაში.

ის ერთ-ერთი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან - მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.