Digest Logo

„ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს“ - ნინო სურგულაძე პატრიარქზე

1774035046
ნინო სურგულაძე პატრიარქზე

„პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.

მისი თქმით, პატრიარქი ერისთვის და ბერისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

„პატრიარქი ძალიან აფასებდა ადამიანებს, თუნდაც ათეისტ ადამიანს მიმართავდა და თავს აყვარებდა სიკეთით. პატრიარქი ყოველთვის იყო მშვიდი, ის იყო შეურყეველი და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მოვუყვეთ. ახლა ვიგებთ, თურმე ის რამდენ ადამიანს ეხმარებოდა. დღეს ჩვენი თვალით ვხედავთ ამ დანატოვარს. მთელი მსოფლიო გულითადად დიდ სამძიმარს უცხადებს ქვეყანას“, - აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

🎥 „ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში“ - თეოდორე გიგნაძე

„ეს „ხანდახან“ ნელ-ნელა ჩვევად იქცევა...“ - არუნ ხათრის გაფრთხილება ყველა მშობელს!