Digest Logo

„ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ქართველი ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

1789233240
ხვიჩა კვარაცხელია

გავლენიანი გამოცემა The Athletic საქართველოს ნაკრებისა და „პსჟ-ს“ ლიდერთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც იგი საქართველოზე საუბრობს.

„ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ქართველი ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვარ, პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა მოედანზე გადიხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მათთვის სამაგალითო იყო. ისეთი პატარა ქვეყნიდან ჩამოსვლა, როგორიც საქართველოა და წარმატებული თამაში, მათთვის მართლაც სამაგალითოა. მათ ვაჩვენებ, რომ თუ იოცნებებ და დაიჯერებ, ყველაფერი შესაძლებელია“,  - ამბობს კვარაცხელია.