Digest Logo

🎥 „ძალიან ძლიერი ვარ, ყველაფერს გავცვლიდი ნუცასთან გატარებული 1 დღისთვის... არ მყავდა ქმარი, რომელიც ჩემ დარდს და ტკივილს გაიზიარებდა ჩემნაირად“ - მაია ასათიანი

1751883018
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების კითხვებსაც პერიოდულად პასუხობს.

ამჯერად იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გარდაცვლილ შვილზე და ამ ტრაგედიის მიერ დატოვებულ სიძლიერეზე ისაუბრა:

„ცხოვრება ჩემთვის ბრძოლაა. ფენიქსივით გავცოცხლდი, იმდენად ძვირად დამიჯდა, რომ ხელახლა ვისწავლე სიარული, მეტყველება, არსებობა, ადამიანებთან კომუნიკაცია, რაში მჭირდება ეს სიძლიერე? არაფერში. 

რაც ნუცას სიკვდილმა მომცა - ორი სხვადასხვა ადამიანი ვიყავი, მანამდე და ახლა.

ნუცას სიკვდილმა მომცა ის, რომ ძალიან ძლიერი ვარ, საერთოდ სხვა სამყაროში გადავინაცვლე, ხელის ცეცებით დავდიოდი. ამას ყველაფერს გავცვლიდი ნუცასთან გატარებული 1 დღისთვის. თუ ყველაფერი სიყვარულით გვეძლევა - რაში მჭირდებოდა ეს სიძლიერე? შიში არ მაქვს არაფრის, ცხოვრების ყველაზე დიდი შიში გადალახული მაქვს. 

თუ ეს სიყვარულით მომეცა, არ მინდა ასეთი სიყვარული. შვილის სიკვდილი არ არის სიყვარულით მოცემული, ეს სასჯელია. 

ეს სულ სხვა რაღაცაა, როცა ერთადერთ შვილს კარგავ. თან მე არ მყავდა ქმარი, რომელიც ჩემ დარდს და ტკივილს გაიზიარებდა ჩემნაირად, აბსოლუტურად მარტო ვიყავი. 

თავიდან დავიბადე და ამიტომ ვეძახი იმას წინა ცხოვრებას, მეტი სიბრძნე მომეცა“, - ამბობს მაია ასათიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დავუბრუნდი ისევ ჩემს ფერებს“ - სოფო ბედიამ იმიჯი შეიცვალა

ნოდიკო ტატიშვილი დედასთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს - მომღერალი სანტორინიში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „როგორი ლამაზია, ყველაფერი უხდება“ - მარიამ სანოგო მზის ჩასვლის ფონზე აცეკვდა