Digest Logo

„ძალიან ემოციურად ვარ ახლა“ - ხვიჩა კვარაცხელია

1679579287
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს ფეხბურთელი ოჯახის წევრებსა და საცოლესთან ერთად სტუმრობდა.

🔵 პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული დალოცა  - ფოტოკოლაჟი

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიამ საპატრიარქოს ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პატრიარქის ნახვით გახარებულია.

ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ უწმინდესს შევხვდი და ეს ძალიან დიდი მადლია. ძალიან ემოციურად ვარ ახლა, იმიტომ რომ ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის საშუალება. მით უმეტეს საიუბილეო თარიღებია მისთვის.

დიდი მადლობა მას რომ მიგვიღო ოჯახთან ერთად, უწმინდესს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“, განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ