საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ დამფუძნებელი, პედაგოგი გია მურღულია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სიკეთის გასაკეთებლად საჭიროა ადამიანებმა ერთმანეთს ცოდნა და მისაღები საქციელი შესთავაზონ.
„ამბობენ, რომ ისტორიის გზაზე მცოდნე კაცს ჩამორჩა კარგი კაცი.
სიკეთის გასაკეთებლად მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის - სიყვარული და შესაფერისი მიზანიც აუცილებელია.
ეს ტრივიალური ჭეშმარიტებაა და თითქოს ყველამ იცის, მაგრამ იცოდე, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აკეთებდე.
ახალი დღე გათენდა - შეაზავეთ ერთმანეთს ცოდნა და ქცევა.
ეს დღეც სიტყვისა და კარგი საქმის გაერთიანების შესაძლებლობაა, რომელიც ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგვცა.
საკმარისი არ არის - უბრალოდ იცოცხლო. უნდა იცხოვრო კიდეც“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: