მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ოჯახის შექმნასა და დანგრევაზე გულახდილად გადაცემაში „პირველი სტუდია“ ისაუბრა. მომღერალი აღიარებს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, თუმცა მომხდარს არ ნანობს, რადგან ამ კავშირის შედეგად მის ცხოვრებაში ქალიშვილი - ელენე კუტალაძე გაჩნდა.
მომღერლის თქმით, მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, ყოფილ მეუღლესთან დღეს ცივილიზებული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აკავშირებს:
„ვერ გადავწყვიტე, რა და როგორ უნდა ყოფილიყო ჩემს პირად ცხოვრებაში. მერე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან მესიმპათიურა, მომეწონა, აღვფრთოვანდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დრო იმისთვის, რომ ოჯახი შემექმნა. ვფიქრობ, თავადაც ასე ფიქრობს. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არაფერს ვნანობ, რადგან ელენე არსებობს ჩემს ცხოვრებაში. არც ოჯახის დანგრევას ვნანობ და არც შექმნას; უბრალოდ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იყო ძალიან ნაჩქარევი“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხელოვნებასა და მარტივ ცხოვრებას შორის საერთოდ არ არსებობს ზღვარი...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი
⭕„ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, მიიღეთ ისინი ოპტიმიზმით“ - 11 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი